ვალერი ზალუჟნი - ფრონტზე არის გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, მივიწევთ წინ
ვალერი ზალუჟნი - ფრონტზე არის გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, მივიწევთ წინ

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტატების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის ძალების გარკვეული წარმატებები აღნიშნა.

ამის შესახებ ზალუჟნი ტელეგრამარხში წერს.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით გრძელდება თავდაცვითი და შეტევითი ხასიათის მძიმე ბრძოლები. არის გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, მივიწევთ წინ“, – წერს ზალუჟნი.

ზალუჟნის ცნობით, რამშტაინის ფორმატში საკონტაქტო ჯგუფის მორიგი სხდომის წინ მარკ მილისთან განიხილეს პრიორიტეტები უკრაინის არმიისთვის. ზალუჟნის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის საჰაერო თავდაცვის და არტილერიის გაძლიერება.