ვალენტინა მატვიენკო - რუსეთი ევროპაში NATO-ს გაფართოების წინააღმდეგია
რუსეთი ევროპაში NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ გამოდის. ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციული საბჭოს თავმჯდომარემ, ვალენტინა მატვიენკომ სერბთა რესპუბლიკის პრეზიდნეტ მილორად დოდიკთან შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთი ევროპის ქვეყნების მილიტარიზაციის წინააღმდეგია.
„რუსეთის პოზიცია თანმიმდევრული, ღია და გასაგებია: ჩვენ NATO-ს ევროპაში გაფართოების, ევროპული ქვეყნების მილიტარიზაციის და გამყოფი ხაზების გავლების წინააღმდეგი ვართ. მივიჩნევთ, რომ ეს ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების კუთხით სიტუაციას აუარესებს“ – განაცხადა ვალენტინა მატვიენკომ.