ვალენსიაში, საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
ესპანეთში, ვალენსიაში, საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა.
დაღუპულთა შორის ოთხი ერთი ოჯახის წევრები – მშობლები და მათი მცირეწლოვანი შვილები არიან.
ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 15-მდე პირი.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი, ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით, კომპლექსის მეოთხე სართულზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობაზე გავრცელდა.