ვაკისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში აბონენტების ნაწილს დღეს, 18 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.