ვაკისა და მთაწმინდის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება
ვაკისა და მთაწმინდის რაიონებში მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, აბაშიძის ქ. N 40-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში: ი.აბაშიძის ქ. N25-41, N 66-44.

კომპანია ტექნიკურ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონში, 8 მარტის ქუჩაზეც განახორციელებს. სამუშაოების ჩასატარებლად ასევე რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: ზალდასტანიშვილის, 8 მარტის, სარაჯიშვილის, აბაკელიას, ძმები ზუბალაშვილების, ლესია უკრაინკას, ცხემის , არსენას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ზაალ ქიქოძის, ჩაბალის ქუჩებს შესახვევებითა და ჩიხებით; ბესიკის ქუჩას, მოედანს, შესახვევსა და ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს“, – აცხადებენ კომპანიაში.