ვაკისა და კრწანისის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გადაუდებელი სამუშაოების გამო, დღეს, 30 დეკემბერს ვაკისა და კრწანისის რაიონებში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ილია ჭავჭავაძის გამზირისა (ნაწილობრივ) და გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: რუსთავის გზატკეცილის, ნიშნიანიძის, გორგასლისა და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.