ვაკის რაიონში ტექნიკური სამუშაოების გამო, უჩანეიშვილის ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება უჩანეიშვილის ქუჩას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში ჩაატაროს” – ნათქვამია “gwp”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.