ვაკის რაიონში ტექნიკური სამუშაოების გამო, უჩანეიშვილის ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

23:08, 13.08.2018

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქუჩაზე, ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 სთ-დან 20:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება უჩანეიშვილის ქუჩას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში ჩაატაროს” – ნათქვამია “gwp”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი