ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს
ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დაუდასტურა.
ჩხაიძის თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურანლობს, ექიმებმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ციბაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ბავშვი მშობლებთან უკვე შევიდა კომუნიკაციაში და დარჩება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ.