შსს-მ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
შსს-მ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში უკრაინის დროშის ჩამოხევის საქმეზე პირის იდენტიფიცირება მოახდინა.

როგორც საქარველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-18 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას, სხვა სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვას.

ვაკის პარკში უკრაინის დროშა 7 მაისს ჩამოხიეს.