ვაკის პარკში დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაწერეს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც დღეს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ციბაძემ განაცხადა 13 წლის ლაზარეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკიდან ორი დღის წინ გაეწერა.