ვაკის მედიათეკაში პროექტის - „სანდრო ასათიანის წიგნის სახელოსნოს” ფარგლებში, ბავშვების ხელნაკეთი წიგნები წარადგინეს
თბილისში, ვაკის მედიათეკაში, პროექტის – „სანდრო ასათიანის წიგნის სახელოსნოს” შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის მონაწილე ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნები.
პროექტში 7-დან 11-წლამდე ასაკის ათი ბავშვი მონაწილეობდა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სანდრო ასათიანის პროექტი „წიგნის სახელოსნო“ გასული წლის ნოემბერში დაიწყო.