ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისში, ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე 10 მარტს, დილის 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათვე თქმით, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.