ვახტანგ მჭედლიშვილს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ვახტანგ მჭედლიშვილს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთხელ უკვე ჩავარდა კონკურსი და საბჭომ ვერ მოახერხა კანდიდატის შერჩევა.
ვახტანგ მჭედლიშვილის მოსაზრებით, პროცესი განზრახ გაჭიანურდა და დაემთხვა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კრიტერიუმები შეიცვალა.
“თავდაპირველად როდესაც ინსპექტორის ინსტიტუტი იქმნებოდა მაშინ კონკურსის შეთანხმება იყო, რომ ეს იქნებოდა მოსამართლის დონის პიროვნება, ამიტომ ამ პრინციპს გავყევი. რაც შეეხება თვითონ პროცესს დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევისას, მე ამ პროცესის მიმართ მქონდა გარკვეული უნდობლობა. მარტის თვეში, როდესაც მესამე ტალღის ფარგლებში ამოქმედდა დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, კრიტერიუმი დამოუკიდებელი ინსპექტორისა იყო ათწლიანი გამოსაცდელი ვადა, ხოლო 16 ივნისს ეს კრიტერიუმი შეიცვალა ხუთი წლის ვადით”, – განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა.