დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა

11:36, 20.11.2017

დამოუკიდებელი ინსპექტორი ქეთევან ცინცაძე გახდა. გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

კანდიდატს საბჭოს წევრთა უმრავლესობამ  მხარი დაუჭირა.

დამოუკიდებელი ინსპექტორი ამ პოზიციაზე 5 წლის ვადით განმწესდა. მისი ფუნქცია, დისციპლინარული სამართალწარმოების პროცესში პირველადი მოკვლევის ჩატარებაა.

სწორედ ინსპექტორი გადაწყვეტს, უნდა გადაეცეს თუ არა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ განაცხადი იუსტიციის საბჭოს განსახილველად.

მსგავსი