ვახტანგ მახარობლიშვილი - სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში არ გვინახავს სიტყვა „ოკუპაცია“, გვაქვს რეზოლუციებში, მაგრამ არ გვაქვს საბჭოს, ევროკავშირის და კომისიის დოკუმენტებში
ევროკავშირი წლების განმავლობაში უდიდეს დახმარებას უწევს საქართველოს, როდესაც საქმე ეხება არაღიარების პოლიტიკას და ჩვენ ერთად ვმუშაობთ ასევე, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მახარობლიშვილის თქმით, გაერო-მ გასულ ღამეს იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 100-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუახლოვდით ევროკავშირს ამ მიმართულებითაც. დღემდე ჩვენ, სამწუხაროდ, ევროკავშირის არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ გვინახავს სიტყვა „ოკუპაცია“, ჩვენ ვერ ვნახეთ პირდაპირი საუბარი. ჩვენ ეს გვაქვს ევროპარლამენტის რეზოლუციებში, მაგრამ არ გვაქვს საბჭოს, ევროკავშირისა და კომისიის დოკუმენტებში“, – განაცხადა მახარობლიშვილმა.