ვახტანგ გომელაურმა კატარის ემირის მრჩეველთან უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების საკითხებში კატარის სახელმწიფოს ემირის მრჩეველს, მოჰამედ ბინ აჰმედ ბინ აბდულლაჰ ალ-მასნადს შეხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი შეეხო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი და საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩი მუბარაკ ბინ ნასერ ალ-ხალიფა.