ვახტანგ გომელაური ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
ვახტანგ გომელაური ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული 23 პირის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.

მთავრობის მეთაურმა და მინისტრებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 23 იდენტიფიცირებული პირის ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან 21 სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოქალაქეა.