ვახტანგ გომელაური - კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ
ვახტანგ გომელაური - კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ

კრიმინალი დაკლებულია და არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ, ტყუილი უთხრათ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა კრიმინალის გაზრდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ციფრები საჯაროა და ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ კრიმინალური შემთხვევები შემცირებულია.

„შარშან, მაგალითად, პირველად იყო, რომ წელიწადში 74 მკვლელობა მოხდა. 2012 წლამდე კი ეს მაჩვენებელი იყო 300-330 შემთხვევა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 2022 წელს – 74 მკვლელობა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა. სტატისტიკა დაკლებულია. საიდან მოგაქვთ, რა ციფრებს უყურებთ, ვინ გეუბნებათ, რომ კრიმინალი გაიზარდა? ეს უბედურებაა, არ შეიძლება, ხალხი მოატყუოთ და ტყუილი უთხრათ. ციფრებია დევს ჩვენ საიტზე, შეხედეთ. საიდან მოიტანეთ, რომ გაიზარდა კრიმინალი? მე გელაპარაკებით ციფრებით, ფაქტებით და თქვენ გინდათ 50-იანები, გინდათ 90-იანი წლები დაარქვით. ფაქტები მომიყვანეთ და დაგეთანხმებით. სტატისტიკაში ყველაფერი აისახება, როცა სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, – განაცხადა გომელაურმა.