ვახტანგ გომელაური გვიან ღამემდე სტიქიის ზონაში საველე ოპერაციების შტაბში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გვიან ღამემდე შოვში, სტიქიის ზონაში საველე ოპერაციების შტაბში იმყოფებოდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მინისტრი სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩება.
ვახტანგ გომელაურმა გუშინ სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებსა და ძებნა-შველის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.
შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილი პირების ახლობლებს მიუსამძიმრა.