ვახტანგ გომელაური გვიან ღამემდე სტიქიის ზონაში საველე ოპერაციების შტაბში იმყოფებოდა

10:34, 14.08.2023

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გვიან ღამემდე შოვში, სტიქიის ზონაში საველე ოპერაციების შტაბში იმყოფებოდა.

შსს-ში აცხადებენ, რომ მინისტრი სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩება.

ვახტანგ გომელაურმა გუშინ სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებსა და ძებნა-შველის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.

შინაგან საქმეთა მინისტრი მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილი პირების ახლობლებს მიუსამძიმრა.

მსგავსი