ვახტანგ გომელაური და საფრანგეთის შს მინისტრი უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს შეაფასებენ  
ვახტანგ გომელაური და საფრანგეთის შს მინისტრი უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხო ღონისძიებებს შეაფასებენ  

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერთან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე ისაუბრებენ, ასევე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებებს შეაფასებენ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.