საფრანგეთში ხელოვნური ინტელექტის მინისტრი კლარა ჩაპაზი იქნება

15:10, 23.09.2024

საფრანგეთმა პირველი ხელოვნური ინტელექტის მინისტრი დაასახელა, ამ მიმართულებას კლარა ჩაპაზი ჩაიბარებს. კლარა ჩაპაზი სამთავრობო სტარტაპის, La French Tech-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

„მოხარული ვარ, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ციფრული და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, – ამბობს ახალი მინისტრი.

საფრანგეთი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სამიტს თებერვალში უმასპინძლებს.

მსგავსი