საფრანგეთმა პირველი ხელოვნური ინტელექტის მინისტრი დაასახელა, ამ მიმართულებას კლარა ჩაპაზი ჩაიბარებს. კლარა ჩაპაზი სამთავრობო სტარტაპის, La French Tech-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.
„მოხარული ვარ, გავაგრძელო ჩემი საქმიანობა ციფრული და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“, – ამბობს ახალი მინისტრი.
საფრანგეთი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო სამიტს თებერვალში უმასპინძლებს.