ვახტანგ ბუცხრიკიძე - ვისაც შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა, აუცილებლად შევხვდებით და გავითვალისწინებთ ამ რეალობას
ყველა გამოწვევას, რაც არსებობს ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, ბანკებს რა როლი გვაქვს და რა შეიძლება გავაკეთოთ. განსაკუთრებით ეს შეეხო ტურიზმს და სასტუმროების სერვისს. ამასთან დაკავშირებით ბანკები აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მომწოდებლებთან
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეეხებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა გამოწვევას, რაც არსებობს ეკონომიკაში.
როგორც ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ვისაც შეეხო ეს გამოწვევა, აუცილებლად შევხვდებიან და არსებულ რეალობას გაითვალისწინებენ.
„შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან და მთლიანად ეკონომიკურ ბლოკთან. რა თქმა უნდა, შეხვედრა შეეხებოდა კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა გამოწვევას, რაც არსებობს ეკონომიკაში და აქედან გამომდინარე, ბანკებს რა როლი გვაქვს და რა შეიძლება გავაკეთოთ. განსაკუთრებით ეს შეეხო ტურიზმს და სასტუმროების სერვისს. ამასთან დაკავშირებით ბანკები აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს მომწოდებლებთან.
შევთანხმდით, რომ მომავალი სამი, ექვსი თვის განმავლობაში მოხდება ძირითადად შეთანხმება ჩვენს პარტნიორებთან და მოხდება რესტრუქტურიზაციები. ეს ვადა არის აღებული იმიტომ, რომ რეალურად მათთან ერთად უნდა განვსაზღვროთ, რა არის ყველაზე ოპტიმალური ვადები თუ პირობები, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ. ვისაც შეეხო ეს გამოწვევა, მათ აუცილებლად შევხვდებით და გავითვალისწინებთ ამ რეალობას“,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.