ვახტანგ ბუცხრიკიძე - სამომხმარებლო სესხების გაცემა 50-70 პროცენტით, ხოლო განვადებების 30-50 პროცენტით შემცირდა
ვახტანგ ბუცხრიკიძე - სამომხმარებლო სესხების გაცემა 50-70 პროცენტით, ხოლო განვადებების 30-50 პროცენტით შემცირდა

მიმდინარე წლის 7 მაისიდან ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, სამომხმარებლოს სესხებისა და განვადებების გაცემა შემცირდა, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

„7 მაისს ამოქმედებულმა რეგულაციამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა. სტატისტიკურად კვლავ მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება. სულ სამი კვირაა, რაც ახალი რეგულაცია ამოქმედდა. ჩვენს ბანკზე დაყრდნობით, სამომხმარებლო სესხებზე დაახლოებით 50-70 პროცენტით შემცირებულია გაცემა. რაც შეეხება განვადებებს, შემცირება 30-50 პროცენტიანია“,- განაცხადა „თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 7 მაისიდან ახალი რეგულაცია აამოქმედა, რომელიც კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს.