ეროვნული ბანკი - 2024 წლის იანვარში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 166 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 650 მილიონი ლარით შემცირდა
ეროვნული ბანკი - 2024 წლის იანვარში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 166 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 650 მილიონი ლარით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით 816.70 მლნ ლარით, ანუ 1.55%-ით შემცირდა და იანვრის ბოლოს 51.84 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 166.78 მლნ ლარით, ანუ 0.58%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649.91 მლნ ლარით, ანუ 2.73%-ით შემცირდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.51 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.21%-ით ნაკლებია, ხოლო უცხოური ვალუტით 14.41 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 3.14%-ით ჩამორჩება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვრის განმავლობაში 0.13%-ით, ანუ 35.41 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და იანვრის ბოლოსათვის 27.16 მლრდ ლარი შეადგინა. 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.30 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.54 პროცენტული პუნქტით.