ვახტანგ ბუცხრიკიძე - პირველი არხის ახალი შენობა, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ტელევიზიაში
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობა, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ტელევიზიაში, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, „თიბისი ბანკი“ რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს პირველ არხთან და ახორციელებს პროექტებს.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ რამდენიმე წელია და ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი კარგი მაჩვენებელი იმისა, როგორ შეიძლება ითანამშრომლონ ბანკმა და კომპანიამ ერთობლივად საერთო, საინტერესო პროექტების კეთებისას“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის საძირკველში დღეს სიმბოლური კაფსულა ჩაიდო.