ყაჩაღობა მოხდა თბილისში. ვაკეში, მარუხის გმირების ქუჩაზე შეიარაღებულმა პირებმა ოჯახი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია თანხა.
ოჯახის წევრები კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.