ვაჟა სირაძე - აქციებს შორის განთავსდებიან პოლიციის ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას
აქციებს შორის განთავსდებიან პოლიციის ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქცია პარლამენტთან. ასევე, დაანონსებულია საპროტესტო აქცია ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები – საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებულები, რათა დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, აქციებს შორის განთავსდებიან პოლიციის ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.