ვაჟ მოჭადრაკეთა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი დიდი სენსაციის ავტორი ირაკლი ბერაძე გახდა
ბათუმში, ვაჟ მოჭადრაკეთა შორის ევროპის მე-19 ჩემპიონატის პირველი ტურის პირველი დიდი სენსაციის ავტორი ქართველი ოსტატი ირაკლი ბერაძე გახდა.
ბერაძემ მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს რუსლან პონომარიოვს დააყრევინა ფარ-ხმალი.
ტურნირში 34 ქვეყნის 304 მოჭადრაკე, მათ შორის 32 ქართველი ასპარეზობს.