უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. ფიცი ოცდაოთხმა ახალგანწესებულმა მოსამართლემ დადო. ია ბარამიძე, ქეთევან ბერეკაშვილი, ნინო გიორგაძე, ირმა გოგალაძე, ნინო გოგატიშვილი, ირინა გოგოლაძე, თეონა ეპიტაშვილი, გვანცა ვარდანიძე, გრიგოლ ვატიტაძე, ვერიკო ზათიაშვილი, თეა თაყაძე, ქეთევან თხელიძე, ლაშა კლდიაშვილი, კონსტანტინე კოპალიანი, არჩილ კოჭლამაზაშვილი, ნათია მარშანია, ბაია ოტიაშვილი, გიზო უბილავა, ნინო შერბაკოვი, კობა ჩაგუნავა, გვანცა ჩიქოვანი, ლელა ცაგარეიშვილი, ირაკლი ხუსკივაძე, მიხეილ ჯინჯოლია სხვადასხვა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.
ახალგანწესებული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას 2020 წლის პირველი დეკემბრიდან შეუდგებიან.საზეიმო ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაესწრნენ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2020 წლის ივნისში გამოცხადებულ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში 36 მოსამართლე დაინიშნა.