დონალდ ტრამპი - დემოკრატების გეგმა, წაეშალათ ჩემი სახელი, ჩაიშალა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ
დონალდ ტრამპი - დემოკრატების გეგმა, წაეშალათ ჩემი სახელი, ჩაიშალა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გააუქმა კოლორადოს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობის აკრძალვასთან დაკავშირებით.

როგორც ტრამპი წერს, ეს დიდი გამარჯვებაა ამერიკისთვის.

„დემოკრატების გეგმა, წაეშალათ ჩემი სახელი, ჩაიშალა და დაიწვა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დასრულებულა ჩვენი ბრძოლა, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო.