აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დონალდ ტრამპმა კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება მიიღო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა კოლორადოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც საპრეზიდენტო პრაიმერიზში დონალდ ტრამპის მონაწილეობის აკრძალვას გულისხმობდა.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ ტრამპის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. სასამართლომ მაშინ დაადგინა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, ტრამპს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს, რაც ტრამპის 2021 წლის 6 იანვრის კაპიტოლიუმის შტურმთან კავშირით ახსნა.

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის ხვალინდელ პრაიმერიზში მონაწილეობა შეეძლება.