უზბეკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
უზბეკეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა უზბეკეთში. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი საფრანგეთიდან ჩასულ პირს დაუდასტურდა. ის ახლა იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული.

უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანამ აპრილის ბოლომდე ავიამიმოსვლა შეაჩერა ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთს ქვეყნებთან.