უზბეკეთში ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 21 პირი დააკავეს
უზბეკეთის პოლიციამ სირიაში მოქმედ შეიარაღებულ ისლამისტურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით 21 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ უზბეკეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, დაკავებულები ისლამისტური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის იდეოლოგიური გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. გამოძიების ცნობით, დაკავებულები დაჯგუფების დაფინანსებასა და მასში გაწევრიანებას გეგმავდნენ.