უზბეკეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივლისს დანიშნა
უზბეკეთის პრეზიდენტმა, შავკატ მირზიოევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივლისს დანიშნა.
მირზიოევის თქმით, მას ახალი მანდატი ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განსახორციელებლად სჭირდება.
30 აპრილს გამართული რეფერენდუმის შედეგად უზბეკმა ამომრჩეველმა კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც საშუალებას აძლევს მირზიოევს, კიდევ ორი ვადით დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი და ამასთან, პრეზიდენტობის ვადა 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივდეს.
ამჟამად ის მეორე ვადით იკავებს პრეზიდენტის პოსტს, რომლის უფლებამოსილების ვადაც 2026 წელს უნდა ამოწურულიყო.