უზბეკეთის ცესკო-ს მონაცემებით, რეფერენდუმის მონაწილეთა 90 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა რეფორმას, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი შავკატ მირზოევი თანამდებობაზე დარჩენას 2040 წლამდე შეძლებს
უზბეკეთის ცესკო-ს მონაცემებით, რეფერენდუმის მონაწილეთა 90 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა რეფორმას, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი შავკატ მირზოევი თანამდებობაზე დარჩენას 2040 წლამდე შეძლებს

უზბეკეთის ცესკო-ს განცხადებით, ქვეყანაში გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 90 პროცენტზე მეტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას, რომლის შედეგადაც პრეზიდენტი შავკატ მირზოევი თანამდებობაზე დარჩენას 2040 წლამდე შეძლებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა.

ინიცირებული შესწორებები პრეზიდენტის ვადას ხუთიდან შვიდ წლამდე ზრდის და ასევე ანულებს მოქმედი პრეზიდენტის პირველ ორ ვადას.

შავკატ მირზოევი უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტს 2016 წლიდან, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ იკავებს.

ეუთო-ს დამკვირვებელთა შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული რეფერენდუმი „პლურალიზმისა და კონკურენციის გარეშე“ ჩატარდა, ხოლო შესწორებების წინააღმდეგ კამპანია არავის ჩაუტარებია.