უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღიდან 1-ელ ივლისამდე ვიზალიბერალიზაციით 255 429 ადამიანმა ისარგებლა
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების დღიდან 1-ელ ივლისამდე ვიზალიბერალიზაციით 255 429 ადამიანმა ისარგებლა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განუცხადა.
დეპუტატის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში 357 990 ვიზიტი შედგა.