რიკარდ იოზვიაკი – არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა, რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება.
„არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი ქვეყნების 55%, რაც ევროკავშირის მოსახლეობის 65% წარმოადგენს), რათა შეაჩეროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, თუ ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი არჩევნები გაყალბდება ან სისხლისღვრა მოხდება“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
there is a qualified majority (55% of 🇪🇺 member states, representing 65% of 🇪🇺 population) to suspend visa lib for 🇬🇪 if the elections this weekend are fraudulent or there is bloodshed.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) October 25, 2024