უთანხმოების მიუხედავად, იტალიის პრემიერ-მინისტრი 15 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება
მიგრანტების გემთან დაკაშირებული უთანხმოების მიუხედავად, იტალიის პრემიერ-მინისტრი 15 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება.
ჯუზეპე კონტემ დაადასტურა, რომ მიგრაციულ საკითხებზე ემანულ მაკრონთან პარიზში მოლაპარაკებებს გამართავს.
იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება ემანულ მაკრონისა და ჯუზეპე კონტეს სატელეფონო საუბრის შემდეგ იქნა მიღებული. ემანულ მაკრონის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკული განცხადებები იტალიისა და იტალიელი ხალხის შეურაცხყოფას არ ისახავდა მიზნად.
იტალიამ მიგრანტების გემს პორტები დაუხურა, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტმა „ცინიკური და უპასუხისმგებლო“ მოქმედება უწოდა.