უსკო - აჭარაში საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს დღევანდელ არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით ოთხი პროცენტით მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე 2016 წელს
უსკო - აჭარაში საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს დღევანდელ არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით ოთხი პროცენტით მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე 2016 წელს

აჭარაში საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს დღევანდელ არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით ოთხი პროცენტით მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე 2016 წელს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ამასთან, 17:00 საათის მონაცემებით, 146 105 ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რაც 46 პროცენტზე მეტია.

როგორც უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო უბნებზე სულ 23 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.