უსკო – აჭარაში საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს დღევანდელ არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით ოთხი პროცენტით მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე 2016 წელს

18:32, 31.10.2020

აჭარაში საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს დღევანდელ არჩევნებზე ამ დროის მონაცემებით ოთხი პროცენტით მეტი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე 2016 წელს, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ამასთან, 17:00 საათის მონაცემებით, 146 105 ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რაც 46 პროცენტზე მეტია.

როგორც უმაღლეს საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, საარჩევნო უბნებზე სულ 23 საჩივარი დაიწერა, რომელიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.

მსგავსი