USAID-ის ხელმძღვანელი - უკრაინა აშშ-ისგან დამატებით 250 მილიონ დოლარს მიიღებს იმ ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებით დაზარალდნენ
USAID-ის ხელმძღვანელი - უკრაინა აშშ-ისგან დამატებით 250 მილიონ დოლარს მიიღებს იმ ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებით დაზარალდნენ

უკრაინა მიიღებს დამატებით 250 მილიონ დოლარს ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმ ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებით ომის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მარცვლეულის სხვა საექსპორტო მარშრუტების გაფართოებას.

USAID-ის ხელმძღვანელმა მოუწოდა სხვა მთავრობებსა და კერძო სექტორებს, გამოყონ დამატებით თანხები ფერმერების დასახმარებლად და უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად გრძელვადიან პერსპექტივაში.

ცნობისთვის, რუსეთში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებენ.