USAID-ის ხელმძღვანელი – უკრაინა აშშ-ისგან დამატებით 250 მილიონ დოლარს მიიღებს იმ ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებით დაზარალდნენ

23:23, 18.07.2023

უკრაინა მიიღებს დამატებით 250 მილიონ დოლარს ამერიკის შეერთებული შტატებისგან იმ ფერმერების დასახმარებლად, რომლებიც დაზარალდნენ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირებით ომის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა ოდესაში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, დახმარება მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მარცვლეულის სხვა საექსპორტო მარშრუტების გაფართოებას.

USAID-ის ხელმძღვანელმა მოუწოდა სხვა მთავრობებსა და კერძო სექტორებს, გამოყონ დამატებით თანხები ფერმერების დასახმარებლად და უკრაინის ეკონომიკის გასაძლიერებლად გრძელვადიან პერსპექტივაში.

ცნობისთვის, რუსეთში ოფიციალურად დაადასტურეს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ტოვებენ.

მსგავსი