USAID-ი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე გრანტების პროგრამას განახორციელებს
USAID-ი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე გრანტების პროგრამას განახორციელებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტ „ზრდას“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ცხრა თემში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მცირე გრანტების პროგრამას განახორციელებს.

მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართულ 60-მდე მცირე ბიზნესს განავითაროს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტი ხუთ წლიანია და 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორის, ვერონიკა ლის განცხადებით, პროექტი მაღალმთიანი რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტული პოტენციალის გაზრდას გულისხმობს. განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია მაღალმთიანი თუშეთის განვითარებისთვის. 85 ათასი დოლარის პროექტი 60 ერთეულზეა გათვლილი.

USAID-ის პროექტი „ზრდა“ ახმეტის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პროექტებს პანკისის ხეობაშიც ახორციელებს.