კომპანია „ასტრაზენეკამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა შეაჩერა
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ (AstraZeneca Plc) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდა შეაჩერა.
გადაწყვეტილების მიზეზად კომპანიაში ექსპერიმენტული ვაქცინის გამოცდაში მონაწილე პაციენტების ავად გახდომას ასახელებენ.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების ჩართულობით შექმნილი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ერთ-ერთ წამყვან პოტენციურ კანდიდატად მიიჩნეოდა ექსპერიმენტულ ვაქცინებს შორის.
ფარმაცევტულ კომპანიაში აცახდებენ, რომ ვაქცინის კლინიკური გამოცდა ნებაყოფლობით შეაჩერა, რათა დამოუკიდებელმა კომისიამ უსაფრთხოება შეისწავლოს.
„ეს არის რუტინული მოქმედება, რომელიც ხორციელდება, როდესაც რომელიმე გამოცდის დროს პოტენციურად ამოუხსნელი დაავადება იჩენს თავს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.