ურსულა ფონ დერ ლაიენი - ყურადღებით ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ნათელია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია
ჩვენ, ყველანი ყურადღებით ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ნათელია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია. ვულოცავ მას და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ამ გამარჯვებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციასთან თანამშომლობის გაძლიერებისთვის მზად არის.
„ევროკავშირი და აშშ მეგობრები, მოკავშირეები არიან, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე სიღრმისეული კავშირები აქვთ, რის გამოც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია ატლანტიკის ამ მხარესაც“, – აღნიშა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.