ურსულა ფონ დერ ლაიენი – ყურადღებით ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ნათელია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია

19:54, 08.11.2020

ჩვენ, ყველანი ყურადღებით ვაკვირდებოდით საარჩევნო პროცესს და ნათელია, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია.  ვულოცავ მას და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ამ გამარჯვებას, –  ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი აშშ-ის მომდევნო ადმინისტრაციასთან თანამშომლობის გაძლიერებისთვის მზად არის.

„ევროკავშირი და აშშ მეგობრები, მოკავშირეები არიან, ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე სიღრმისეული კავშირები აქვთ, რის გამოც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია ატლანტიკის ამ მხარესაც“, – აღნიშა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი