ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვგმობ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმას, ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვგმობ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმას, ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი

ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან.

„ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ხუთი და დაშავდა ისრაელის 100-ზე მეტი მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო.

ამასთან, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.